2010-02-05
ბრძანება №:12/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სალექციო, სასემინარო, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარებისათვის აკადემიურ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე
სალექციო, სასემინარო, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარებისათვის აკადემიურ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ




1.    განისაზღვროს სალექციო, სასემინარო, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარებისათვის აკადემიურ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა:
1.1    სალექციო ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 90 სტუდენტით.
1.2    არჩევითი საგნის სალექციო კურსი გაიხსნას, თუ საგანზე რეგისტრირებულია არანაკლებ 25 სტუდენტისა.
1.3  სასემინარო და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებისათვის   ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 25 სტუდენტით.
1.4    ლაბორატორიული/კლინიკური მეცადინეობებისა და უცხოური ენების შემსწავლელ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 15 სტუდენტით.
2.    გამონაკლისი შეიძლება, დაშვებულ იქნას, თუ სპეციალობაზე რეგისტრირებულია სტუდენტთა ნაკლები რაოდენობა.  
3.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5.    ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

  რექტორი, პროფესორი

                                          გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება