2018-07-02
ბრძანება №:161/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული  ლიტერატურის  ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლის -  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დებულების   მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ი. რატიანის 2018 წლის 2 ივლისის N13355/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ბელა წიფურია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების  პროფესორი.

ბ) რამაზ ჭილაია -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი
 ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
გ) ლევან ცაგარელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების პროფესორი.

დ) გაგა ლომიძე - თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის ლიტერატურის  თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ბელა წიფურია,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  რამაზ ჭილაია, საკონკურსო კომისიის  მდივნად  გაგა ლომიძე.
3. დაევალოს კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.  
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა;
5.   ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                         გიორგი  შარვაშიძე 



« უკან დაბრუნება