2015-01-29
ბრძანება №:05/02-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 27 იანვრის №04/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის  27 იანვრის №04/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის            11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რ. დოლიძის  2015 წლის 28 იანვრის №2238/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილებები " სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ"ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 27 იანვრის №04/02-01 ბრძანებაში, კერძოდ:
    ა) მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნას სიტყვა "რომანისტი" და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
    "3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპული, აღმოსავლური და კლასიკური ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული, თურქული, არაბული და ლათინური) მასწავლებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა) შესაბამისი     უმაღლესი      განათლება    (მაგისტრის    ან    მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, "ფილოლოგი_ანგლისტი/-გერმანისტი/-რუსისტი, არაბისტი, თურქოლოგი" ან შესაბამისი "უცხო ენის მასწავლებელი);"
    ბ) მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტში ნაცვლად სიტყვა "რომანისტისა" მითითებულ იქნას სიტყვა "რუსისტი" და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
    ,,4. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
        ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი №1);
        ბ) ავტობიოგრაფია (Resume/CV _ ქართულ და შესაბამის უცხო ენაზე);
        გ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
     დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის/დოკუმენტის ასლი/ასლები (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი კვალიფიკაციით _ "ფილოლოგი-ანგლისტი/-გერმანისტი/-რუსისტი/-არაბისტი, თურქოლოგი" ან შესაბამისი "უცხო ენის მასწავლებელი")." 
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
  3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის. 
  
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               დავით ჩომახიძე
                                                                                    

« უკან დაბრუნება