2015-02-27
ბრძანება №:39/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ‘‘ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 3 ივლისის №101/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ‘‘ სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის   3 ივლისის  №101/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და პუნქტის, , უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის  დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების  მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო  ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანების მე-2 მუხლის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების 3 ივლისის №20519/02, №20504/02, №20576/02, №20597/02, №20597/02 №20624/02, 7 ივლისის №20982/02, №20909/02, 3 დეკემბრის №41494/02, 4 დეკემბრის №41560/02, 12 დეკემბრის №42889/02 და №42722/02 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ‘‘   სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 3 ივლისის №101/01-01 ბრძანებაში და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სია ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი 1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში  მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                            აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება