2018-06-28
ბრძანება №:157/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის შესარჩვად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად კომისიის შექმნის თაობაზე

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის  შესარჩვად  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად  კომისიის შექმნის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და              მე-9 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობები’’-ს მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის  2018 წლის 15 ივნისის N11624/10-02, ლოლა სარალიძის 2018 წლის 18 ივნისის N11734/10-02, მანანა ხვედელიძის 2018 წლის 18 ივნისის N11727/10-02, ნინო ღამბაშიძის 2018 წლის   18 ივნისის N11677/10-02, დავით მერკვილაძის 2018 წლის 15 ივნისის N11710/10-02, ჯონი კვიციანის 2018 წლის 18 ივნისის N11750/10-02, რუსუდან ლაბაძის  2018 წლის 18 ივნისის  N11678 /10-02, ალექსანდრე დაუშვილის 2018 წლის 25 ივნისის N12060/10-02, ედიშერ ჯაფარიძის  2018 წლის 18 ივნისის N11676/10-02, შოთა ვადაჭკორიას 2018 წლის 28 ივნისის N12302/10-02 და ქეთევან მანიას 2018 წლის N12064/10-02 განცხადებების საფუძველზე, 
                                                                
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტში  სამეცნიერო  პერსონალის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად   კომისია  შემდეგი შემადგენლობით:
1. გიორგი ოთხმეზური - კომისიის თავმჯდომარე, ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.
2. ვახტანგ ლიჩელი - თავმჯდომარის მოადგილე, ჰუმანიტრულ მეცნიერებათ ფაკულტეტის  პროფესორი.
3. ვასილ გონაშვილი - კომისიის მდივანი იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
4. მორის შალიკაშვილი  -  იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
5. ზურაბ გაიპარაშვილი  - თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

2. დაევალოს კომისიას წარუდგინოს დასკვნა თსუ რექტორს არაუგვიანეს 2018 წლის 16 ივლისისა. 
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების  გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული  ერთეულებისათვის.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                 გიორგი  შარვაშიძე 



« უკან დაბრუნება