2016-11-16
ბრძანება №:1424/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების‘‘ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 9 ნოემბრის №212/16 (კანც. რეგ. №41253/02; 10.11.2016) ბრძანების, რექტორის 2016 წლის 14 ნოემბრის №208/01-01 ბრძანებით დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 14 ნოემბრის №41617/02, მედიცინის ფაკულტეტის 14 ნოემბრის №41565/02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 14 ნოემბრის №41482/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 16 ნოემბრის №41895/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე შემდეგი პროფესიული სტუდენტები:

1.1. ,,აგროლოჯისტიკის ოპერატორი” IV, V საფეხური (დანართი №1)
1.2. ,,შემფასებელი” (მოდულური) V საფეხური (დანართი №2)
1.3. ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი" (მოდულური) V საფეხური (დანართი №3)
1.4. ,,ბიბლიოთეკარი” (მოდულური) IV საფეხური (დანართი №4)
1.5. ,,კინო-ტელე რეჟისორი” IV, V საფეხური (დანართი №5)
1.6. ,,მასაჟისტი” III საფეხური (დანართი №6)
1.7. ,,საბაჟო საქმის სპეციალისტი” (მოდულური) V საფეხური (დანართი №7)
1.8. ,,სასტუმრო საქმის სპეციალისტი” (მოდულური) IV საფეხური (დანართი №8)
1.9. ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი’’ (მოდულური) V საფეხური (დანართი №9)
1.10. ,,ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი” IV საფეხური (დანართი №10)
1.11. ,,ტუროპერატორი” (მოდულური), V საფეხური (დანართი №11)
1.12. ,,ტუროპერატორი” (აგრო-ეკო და ა.შ. ტუროპერატორი) V საფეხური (დანართი №12).

2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია პროფესიული კოლეჯების მართვის სისტემაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება