2011-03-07
ბრძანება №:35/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 30 იანვრის №12/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 30 იანვრის №12/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
შევიდეს ცვლილება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 30 იანვრის №12/02-01 ბრძანების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
"2. განისაზღვროს 2011 წლის 7 მარტიდან სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში მოწვეული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ტარიფი _ 18 ლარი საათში" - ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება