2014-06-05
ბრძანება №:78/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის #152/01-01 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, წლის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის #152/01-01 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს დაევალოთ 2013-2014 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოვლენის მიზნით უზრუნველყონ თავიანთი ფაკულტეტის სტუდენტების ინფორმირება საუკეთესო პედაგოგის შერჩევის წესისა და პროცედურების შესახებ.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს უნივერსიტეტის რექტორისათვის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო პედაგოგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ელექტრონული ბაზაში/sms.tsu.ge/ დაფიქსირებული შედეგების მიხედვით) არაუგვიანეს 2014 წლის 1 აგვისტოსი.
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება