2018-10-16
ბრძანება №:261/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 10 სექტემბრის N22/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2018 წლის 12 ოქტომბრის N21076/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2.
კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 22 ოქტომბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით;
3.
კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
4.
კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5.
ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარით.
6.
ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოქმედო გეგმა საკონკურსო თანამდებობის ფარგლებში;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
7.
ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8.
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ავთანდილ ქორიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მაია რუსია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი;
გ) მიხეილ გვერდწითელი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ქრისტინე გიორგაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი;
9.
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1 );
10.
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
11.
ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება