2014-08-29
ბრძანება №:138/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №152/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 და მე-5 მუხლების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №152/01-01 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, წლის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 05 ივნისის №78/01-01 ბრძანებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2014 წლის 26 აგვისტოს №25834/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე ჩატარებული ,,2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგის” შერჩევის გამოკითხვის შედეგები:ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი – ასისტენტ-პროფესორი ზაზა ხეჩინაშვილი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი – ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი;
გ) იურიდიული ფაკულტეტი - 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი – მოწვეული პედაგოგი ზურაბ ძლიერიშვილი;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი – ასოცირებული პროფესორი მანანა მელიქიშვილი;
ე) მედიცინის ფაკულტეტი – 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი – პროფესორი ნანა დორეული;
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი – ასოცირებული პროფესორი ივანე წერეთელი;
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა – 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგი – მოწვეული პედაგოგი თინა დოლიაშვილი;
თ) ენების ცენტრი – 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგები – მოწვეული პედაგოგები მერი გიორგაძე და თინათინ ტაბიძე.
2. დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №152/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება