2013-10-03
ბრძანება №:117/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების კომისიის შემადგენლობა №1 დანართის შესაბამისად;
2.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა №2 დანართის შესაბამისად;
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                      ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება