2013-10-15
ბრძანება №:122/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 11 სექტემბრის №14/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ნ. მაჭარაშვილის 2013 წლის 7 ოქტომბრის №31640/02 და №31645/02 წერილების საფუძველზე,
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის და ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 15 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 18 ნოემბრიდან 2013 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბრისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:
ა) პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულება
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ბ) ფსიქოლოგიის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული.
6. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი.
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება 2013 წლის 18 ნოემბრიდან 2013 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №202;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: