2020-04-22
ბრძანება №:321/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,ო“ და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, 2019-2020 სასწავლო წლის შემდოგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით    წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 14 მაისისა.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა.დაევალოს კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)



რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება