2019-07-02
ბრძანება №:165/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N146/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში    მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N146/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2019 წლის 26 ივნისის №12065/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N146/01-01  ბრძანებაში:

ა) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.    კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 19 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 29 ივლისიდან 2019 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2019 წლის 3 სექტემბრისა“;

ბ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 29 ივლისიდან 2019  წლის 2 აგვისტოს ჩათვლით. 1100-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306“;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი“.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ     ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური,  გაზეთი  „თბილისის  უნივერსიტეტი“  და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.







  რექტორი                    გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება