2010-10-12
ბრძანება №:229/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველის პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის და თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის  2010 წლის 1 ოქტომბრის №24875/02; №24876/02 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის შესარჩევად;
  2. ინსტიტუტის მდივანს მოეთხოვება:
    ა)  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში
    ინსტიტუტის დირექტორის საქმიანობის ხელშეწყობა;
    ბ)  ინსტიტუტის რესურს-ცენტრისა და ბიბლიოთეკის მართვა;

    გ)  ინსტიტუტის სტუდენტთა და პედაგოგების სასწავლო მასალებით
    უზრუნველყოფა;
    დ)  ინსტიტუტის დოკუმენტაციის თარგმნა (ინგლისურიდან ქართულად
    და პირიქით);
    ე)  დისტანციური სწავლების ორგანიზაციული ხელშეწყობა;

    ვ)  უცხოელი ექსპერტების ლოგისტიკური საკითხების მოგვარება;

    ზ)  ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; 
  3. კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა)    განცხადება კომისიის სახელზე;

    ბ)    ავტობიოგრაფია ( cv  ქართულ და ინგლისურ ენაზე);

    გ)   პირადობის მოწმობის ასლი;

    დ)  განათლების დამადასტურებელი დიპლომის (დიპლომების) ასლი;

    ე)   კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის (სერტიფიკატები) ასლი.
  4. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის შრომის ანაზღაურების ოდენობა  და სხვა პირობები აისახოს შრომით     ხელშეკრულებაში;
  5. ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის შესარჩევად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    1)   ლევან ალექსიძე _ (კომისიის თავმჯდომარე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის   მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

    2)    ნინო ლაპიაშვილი _ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი;

    3)    ოლივერ რაისნერი _ ევროკომისია, პროექტის მენეჯერი;

    4)    ქეთევან ხუციშვილი _ იურიდიულ ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;
  6. დამტკიცდეს  კომისიის მუშაობის წესი თანდართული დანართის სახით (დანართი 1):
  7. საბუთების  მიღება იწარმოებს   2010 წლის 15 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით  თსუ-ის II კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, ოთახი 158); 
  8. კონკურსი ჩატარდება  2010 წლის 2 ნოემბერს;
  9. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  10. ინფორმაცია ევროპული კვლევების ინსტიტუტის  მდივნის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-  ზე;
  11. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელის                        
მოვალეობის შემსრულებელი                                  დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება