2011-11-10
ბრძანება №:198/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის შვილებისათვის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების საფასურის განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის შვილებისათვის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების საფასურის განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის №29420/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
                              
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
 
  1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის შვილებისათვის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების საფასური 2011 – 2012 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ“ №173/02-01 და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ“ №172/02-01 ბრძანებებით დადგენილი საფასურის 50%-ის ოდენობით.
  2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
  3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
  4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                      დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება