2016-12-13
ბრძანება №:204/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო და ტრენინგ კურსის “მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერის როლი ორგანიზაციაში” მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო და ტრენინგ კურსის “მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერის როლი ორგანიზაციაში” მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის  ნაწილის,  57-ე  მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის 08 დეკემბრის  №44121/02 წერილის  საფუძველზე,
 
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:    

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო და ტრენინგ კურსის “მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერის როლი ორგანიზაციაში” მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 63 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება