2012-02-02
ბრძანება №:13/02-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №176/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის #176/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების” 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ” და "ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2012 წლის 24 იანვრის #1366/02 წერილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბერის #176/02-01 ბრძანების 28-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28.23 ქვეპუნქტი:

"28.23. არჩილ ჭელიძე, მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი–შპს "ფუდმასტერის” მიერ თსუ-სათვის გამოცემულ ინვენტარზე;

2. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან  3 დღის ვადაში უზრუნველყოს მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია და გადაბარება ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 01 აგვისტოს #3 დებულების პირველი მუხლის, მეოთხე პუნქტისა და ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანების მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად;”

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;

4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                 დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება