2018-12-11
ბრძანება №:317/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 4 დეკემბრის N315/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის 4 დეკემბრის N315/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის  შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის  2018 წლის 6 დეკემბრის N25185/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის 4 დეკემბრის N315/02-01 ბრძანებაში:

ბრძანების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  ,,8.  დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტის  (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო  ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ქრისტინა გიორგაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ -  პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მაია რუსია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი; 
გ) მიხეილ გვერდწითელი -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - წევრი; 
დ) ნინო რობაქიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) გამგე  - წევრი’’. 

2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                  ნ. ოვსიანიკოვა   
       

« უკან დაბრუნება