2014-04-23
ბრძანება №:58/01-01
დოქტორანტის ხელმძღვანელის ცალკეულ ვალდებულებათა განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო’’ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დოქტორანტის ხელმძღვანელი ვალდებულია პროფესორის ასისტენტობის ფარგლებში (არანაკლებ 5 კრედიტი) უზრუნველყოს დოქტორანტის მიერ სამუშაო ჯგუფში გარკვეული რაოდენობის (10-12 საათი) მეცადინეობების ჩატარება (ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარი, პრაქტიკუმები და სხვ.) ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. 2. დოქტორანტის ხელმძღვანელი ვალდებულია დაესწროს დოქტორანტის მიერ სამუშაო ჯგუფში ჩატარებულ მეცადინეობებს და მოახდინოს დოქტორანტის შეფასება მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე.
3. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული აქტივობა (ჩატარებული საათები) დატვირთვაში ეთვლება როგორც დოქტორანტს, ისე მის ხელმძღვანელს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება