2007-05-25
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე სოლომონ ტაბუცაძის ასისტენტ-პროფესორად დანიშვნის შესახებ (ბრძანება N11/01–03)

ბრძანება № 11/01–03
25.05.2007 წ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე სოლომონ ტაბუცაძის ასისტენტ-პროფესორად დანიშვნის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე მუხლების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 18. 05. 2006 წლის #2/300 ბრძანების, "ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" რექტორის 15. 03. 2007 წლის #05/01-03 ბრძანების, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაინიშნოს 2007 წლის 21 მაისიდან 2009 წლის 21 მაისამდე სოლომონ ტაბუცაძე ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების ლიტერატურის თეორიის სპეციალიზაციით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება