2010-09-15
ბრძანება №:85/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2  პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2009 წლის 8 სექტემბრის 124-ე დადგენილებით დამტკიცებული "მაგისტრატურაში მიღების წესის" მე-6 მუხლის 6.4 პუნქტისა, მე-7 მუხლის 7.4 პუნქტისა და დეკანის წარდგინების (20286/02 03.09.2010; 20442/02 07.09.2010; 20636/02 09.09.2010; 21520/02 10.09.2010; 21565/02 10.09.2010; 22646/02 13.09.2010; 22789/02 14.09.2010) საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:
    ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (დანართი 1);
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6).
  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს (თ.იმედაძე).
  3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
  4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი,                                                                  ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება