2015-12-09
ბრძანება №:200/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის   28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის მ. ცარციძის 2015 წლის 04 დეკემბრის №45060/02 და უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ო. თაბორიძის 2015 წლის   01 დეკემბრის №44488/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში:
ა) დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,კ) ზაზა ტოკლიკიშვილი – ასისტენტ-პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების არაწრფივი  მოვლენების ფიზიკის ქვემიმართულებაზე (ოთახი №224) არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;

ბ) დანართი  №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ჰ1” და ,,ჰ2 ქვეპუნქტები:

1)  რამაზ ხომერიკი – ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების არაწრფივი მოვლენების ფიზიკის ქვემიმართულებაზე (ოთახი №225) არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;

2) მირიან ტაბიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე, №234 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და №86260 გრანტით ,,რეგიონალური საგანმანათლებლო ქსელი თეორიულ ფიზიკაში” შესყიდულ ხელსაწყოებზე პასუხისმგებელი პირი”.
გ) დანართი №1-ს დეამატოს შემდეგი შინაარის მქონე 49-ე მუხლი:

,,მუხლი 49. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

1. ნაიარა ბეპიევი-ცენტრის დირექტორი, ცენტრში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”. 

დ) ამოღებული იქნას დანართი №1-ის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტი, ხოლო ამავე მუხლის 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,38. ირმა ირემაძე – ბიბლიოთეკარი- უნივერსიტეტის მე-7 კორპუსის სამკითხველო დარბაზის საბიბლიოთეკო ფონდებზე პასუხისმგებელი პირი”.

ე) დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებული იქნას.
ვ) დანართი №1-ის 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-2 პუნქტი:

2. რამაზ ვაჟბედაშვილი - აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების მთავარი სპეციალისტი - მე-7 სასწავლო კორუსში (ქ. თბილისი, ქ. წამებულის ქ. №55) ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”. 
   
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე


« უკან დაბრუნება