2012-07-23
ბრძანება №:1098/01-04

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის №88/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის №88/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 23 ივლისის №17523/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:
  1. შეტანილ იქნეს დამატება "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის №88/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში და  2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა "ხელოვნებათმცოდნეობას" განესაზღვროს 2 ვაკანტური ადგილი.  
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
  3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




 რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება