2019-12-30
ბრძანება №:333/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემრულებლის 2019 წლის 24 დეკემბრის N22/04 ერთობლივი ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი”-ს მე-2 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო პროექტების განხილვისა და მათი მიზნობრიობის შესაფასებლად შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ბ) ირმა გრძელიძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) თეა გერგედავა - უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
დ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
ე) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი,კომისიის წევრი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ზ) მამუკა აბესაძე - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე