2020-06-01
ბრძანება №:97/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო ერთეულის  პროფესიული  განათლების  ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 96/2019 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის“   მე-12, მე-13 და მე-14 მუხლების საფუძველზე, 2020 წლის 29 მაისის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N6725/10 (29.05.2020) წარდგინების საფუძველზე,



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს დანართების შესაბამისად შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:


N

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

განხორციელების ადგილი

1.

ბუღალტრული აღრიცხვა

თბილისი, ქუთაისი

2.

საფინანსო სერვისები

თბილისი, ქუთაისი

3.

ღონისძიების ორგანიზება

თბილისი, ქუთაისი

4.

სკოლამდელი აღზრდა

თბილისი, ქუთაისი

5.

საოფისე საქმე

თბილისი

6.

საბიბლიოთეკო საქმე

ქუთაისი



2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათზე განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება