2010-06-10
ბრძანება №:51/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების “ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის №21 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის” 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები:
ა)ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 ადგილი პროფესორთათვის და 2 ადგილი სტუდენტებისათვის;
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1 ადგილი სტუდენტებისათვის;
გ) იურიდიული ფაკულტეტი – 1 ადგილი სტუდენტებისათვის;
დ) მედიცინის ფაკულტეტი _ 1 ადგილი სტუდენტებისათვის;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 ადგილი სტუდენტებისათვის;
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 ადგილი სტუდენტებისათვის.

2. არჩევნები დაინიშნოს 2010 წლის 29 ივნისს.

3. ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაცია 2010 წლის 11 ივნისიდან 2010 წლის 21 ივნისის ჩათვლით უზრუნველყოს თსუ საარჩევნო კომისიამ.

4. არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო და შესაბამისი ფაკულტეტების საარჩევნო კომისიებმა. საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელოს აკადემიიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №244 და 2010 წლის 24 მაისის №50/2010 დადგენილებებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის №21 და 2010 წლის 24 მაისის №25 სხდომების გადაწყვეტილებებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესით“, მასში განხორციელებული ცვლილებებითა და შესაბამისი რეგლამენტით.

5. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწესითანავე.

საფუძველი: წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის კახაბერ ლორიას 09.06.2010 წლის №14202/02 განცხადება







რექტორი, პროფესორი                                     გიორგი ხუბუა  

« უკან დაბრუნება