2011-02-18
ბრძანება №:179/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით  სტუდენტების გადაყვანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  15 ოქტომბრის „აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ " №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-10 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 17 თებერვლის №3319/02 წარდგინების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 17 თებერვლის №3230/02 წარდგინების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 17 თებერვლის №3334/02 წარდგინების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის 2011 წლის 17 თებერვლის №3307/02 წარდგინების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 18 თებერვლის №3337/02 წარდგინების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 18 თებერვლის №3393/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ  2010 –2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  ფაკულტეტის   შეცვლის მსურველი სტუდენტები  ფაკულტეტების შესაბამისად:

ა) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 1)
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი 4)
ე) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 5)
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6)

2. შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ ნაწილში) და ეცნობოს სსიპ–განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის    ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                                                            ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება