2012-05-18
ბრძანება №:834/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

    სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მიერ ,,ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე" თსუ-ს რექტორის  2012  წლის 20 აპრილის №705/01-04 ბრძანებით მიმდინარეობდა წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული წარმოების ფარგლებში გამოირკვა, რომ სტუდენტების ნაწილს არ უნდა შეწყვეტოდა სტუდენტის სტატუსი, ვინაიდან ნაწილმა შეიცვლა სპეციალობა, ხოლო ნაწილს არ ეკუთვნოდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, რადგან ისინი თსუ-ში ჩაირიცხნენ ყოფილი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის თსუ-სთან მიერთების შედეგად 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან და მათ პირველად სასწავლო კურსი, რომელშიც სამჯერ ვერ მიიღეს კრედიტი, მოსმენილი ჰქონდათ თსუ-ში ჩარიცხვამდე, შესაბამისად, მათ მიმართ ვერ იქნება გამოყენებული სტუდენტის სტატუსის ზემოაღნიშნული საფუძველი და მათ აქვთ უფლება, რომ კიდევ ერთხელ მოისმინონ საფაკულტეტო სავალდებულო სასწავლო კურსი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულ სტუდენტებს 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან უნდა შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო.
    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.  შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) იურიდიული ფაკულტეტი   (დანართი №2);
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი №3);

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                  ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება