ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ (ბრძანება N06/02–01)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე მუხლების საფუძველზე
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს საატესტაციო კომისიის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 02.02.2007 წ. N 05/02-01 ბრძანების მე–6 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული და წარმოდგენილი ატესტაციის ჩატარების და შეფასების ერთიანი წესები (დანართი 1, დანართი 2);
- საატესტაციო კომისიის დასკვნა თითოეული თანამშრომლის პროფესიულ მომზადებასა და დადგენილ საკვალიფიციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე გამოქვეყნდეს ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
- საატესტაციო კომისიის დასკვნა შესაძლებელია გასაჩივრდეს გაცნობიდან 5 დღის ვადაში საპრეტენზიო კომისიაში.
- დამტკიცდეს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა (დანართი 3):
- დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
- ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
დანართი 1
დამტკიცებულია ბრძანება #
თსუ – ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეფასების წესი:
- კვალიფიკაცია (განათლება, გამოცდილება, ტრენინგებში მონაწილეობა);
- პროფესიული უნარ–ჩვევები;
- ნორმატიული ბაზის ცოდნა (საქმიანობის სფეროს მიხედვით);
- ინდივიდუალური პრეზენტაცია;
- ანალიზის უნარი;
- სამსახურებრივი ინსტრუქციის დაცვის ჩვევები და საშემსრულებლო დისციპლინა;
- საქმიანი რეპუტაცია;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა – Windows XP, Microsoft Office Word 2003, Excel 2003, Access 2003, PowerPoint 2003, Outlook 2003, Internet.
- უცხო ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის გამოცდილება.
თითოეული კრიტერიუმი ფასდება 10 ქულით, თანამდებობრივი შესაბამისობის დასადგენად საჭიროა 75 ან მეტი ქულის დაგროვება.
დამტკიცებულია ბრძანება #
თსუ თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარების გრაფიკი
# |
სამსახურის დასახელება |
ატესტაციის ჩატარების დრო |
ატესტაციის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი |
შენიშვნა |
1 |
კვლევების საკოორდინაციო განყოფილება სამეცნიერო გრანტებისა და პატენტების განყოფილება პერსპექტიული განვითარების განყოფილება |
9 თებერვალი 14:00 საათი |
ი. კალანდაძე | |
2 | მონიტორინგის მენეჯერთა ჯგუფი |
9 თებერვალი 14:00 საათი |
დ. ბერეკაშვილი | |
3 | ადამიანური რესურსების მართვის სამსახური |
10თებერვალი 14:00 საათი |
ნ. ლაცაბიძე | |
4 | საერთო განყოფილება (კანცელარია) |
10 თებერვალი 14:00 საათი |
ნ. ოვსიანიკოვა | |
5 |
სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახური ასპირანტურისა და დოქტორანტურის განყოფილება სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილება |
12 თებერვალი 14:00 საათი |
მ. სვანაძე | |
6 | საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი |
12 თებერვალი 14:00 საათი |
თ. გერგედავა | |
7 | ფინანსური სამსახური |
13 თებერვალი 14:00 საათი |
მ. ცარციძე | |
8 | მატერიალური რესურსების მართვის სამსახური |
13 თებერვალი 14:00 საათი |
ს. სანაძე | |
9 | იურიდიული სამსახური |
9 თებერვალი 14:00 საათი |
ლ. ბენიძე |
სხვა სტრუქტურული ერთეულების (სპეციფიკის გათვალისწინებით) ცენტრების და ფაკულტეტების ადმინისტრაციისა და სასწავლო– დამხმარე პერსონალის ატესტაციის ვადები გამოცხადდება დამატებით.
დანართი 3
დამტკიცებულია ბრძანება #
საპრეტენზიო კომისია
- ვახტანგ მჭედლიშვილი – (კომისიის თავმჯდომარე), ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი;
- ნანა გიორგაძე – ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
- ნინო დურგლიშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი.