2015-01-23
ბრძანება №:42/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან სტუდენტების გადაყვანის შესახებ” 2014 წლის 6 ოქტომბრის №1697/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან სტუდენტების გადაყვანის შესახებ” 2014 წლის 6 ოქტომბრის №1697/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 12 იანვრის №520/02 წერილის საფუძველზე დაწყებული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ რექტორის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან სტუდენტების გადაყვანის შესახებ” 2014 წლის 6 ოქტომბრის №1697/01-04 ბრძანებაში ვერ მოხვდნენ ის სტუდენტები, რომლებსაც სურვილი ქონდათ 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გადასულიყვნენ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ყველა სტუდენტისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით, ხოლო მე-6 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩამოყალიბების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 12 იანვრის №80/30-00 (კანც. რეგისტრაციის №520/02, 12.01.15) და 16 იანვრის №145/30-00 (კანც. რეგისტრაციის №1132/02, 16.01.2015) წარდგინებებისა და იურდიული დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 20 იანვრის №1231/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. აღუდგეთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადაყვანისათვის დადგენილი გაშვებული ვადა;
  2. შეტანილ იქნეს დამატება რექტორის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან სტუდენტების გადაყვანის შესახებ” 2014 წლის 6 ოქტომბრის №1697/01-04 ბრძანებაში და პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები: იხილეთ ფაილი
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
  4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი                      ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება