2012-07-23
ბრძანება №:1097/01-04
"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 5 ივლისის №82/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 5 ივლისის №82/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 23 ივლისის №17523/02 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
შეტანილ იქნეს დამატება "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 5 ივლისის №82/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა "ქართულ ლიტერატურას" განესაზღვროს 1 ვაკანტური ადგილი.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება