2012-10-23
ბრძანება №:136/02-01

,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანების №1 დანართში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01  ბრძანების №1 დანართში დამატებისა და ცვლილებების  შეტანის თაობაზე   

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის  #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ენების ცენტრის დირექტორის, ასოცირებული პროფესორის რუსუდან დოლიძის 2012 წლის 12 ოქტომბრის N26381/02, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2012 წლის 18 ოქტომბრის N26947/02 და უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის 2012 წლის 18 ოქტომბრის №26965/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება  და დამატება ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №176/02-01 ბრძანების  №1 დანართში:

ა) დანართის 31.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31.1. გიორგი ყუფარაძე – ენების სწავლების ცენტრის მთავარი სპეციალისტი”.

ბ) დანართის 28.23. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,28.23. კობა ბალალაშვილი – ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი – თბომეურნეობის დარგში”.

გ) დანართის 43-ე მუხლს დაემატოს 14.1. პუნქტი შემდეგი რედაქციით:
 ,,14.1. ციალა სუხაშვილი – საწყობის გამგე - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა”.

2. დაევალოს    კანცელარიას     წინამდებარე  ბრძანების     შესასრულებლად  გადაცემა  დაინტერესებულ   პირთათვის,   დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანება  განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ,,ვებ”-გვერდზე  განთავსება.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე           



« უკან დაბრუნება