2012-12-25
ბრძანება №:2204/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინა (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინა (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მედიცინის ფაკულტეტიდან მოწოდებული ინფორმაციის  საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა _ მედიცინა (ინგლისურენოვანი) შემდეგ სტუდენტებს:
1.1.    აია მაჯიდ ნაჯი ნაჯი (ერაყის მოქალაქე;)
1.2.    ალაა ხალაფ ჰუსსეინ ატაიუმაჰ (ერაყის მოქალაქე; )
1.3.    ალი ჰუსსეინ შადჰარ ოლაიხან (ერაყის მოქალაქე;)
1.4.    ასელ საბაჰ ხუდჰურ ხუდჰურ (ერაყის მოქალაქე; )
1.5.    მარვაჰ აჰმედ აბბას აბბას (ერაყის მოქალაქე; )
1.6.    მოჰამედ აიად მაჰდი მაჰდი (ერაყის მოქალაქე; )
1.7.    მუნტადჰერ ღაზი საიდ ალშუვაილი (ერაყის მოქალაქე; )
2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                             ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება