2013-01-08
ბრძანება №:01/02-01

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შერჩევის შესახებ

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შერჩევის შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 31 დეკემბრის №46/04 ერთობლივი ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2012 წლის 19 დეკემბრის №32952/02 და 2012 წლის 28 დეკემბრის №34294/02 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე იურიდიული ტერმინოლოგიის მცოდნე მასწავლებლების საჭიროებიდან გამომდინარე და ინგლისურენოვან ჯგუფებში მეცადინეობების ჩატარების მიზნით ენების შემსწავლელი ცენტრში ჩატარდეს მასწავლებელთა შერჩევა არსებულ ვაკანსიებზე:
    ა)
        ინგლისური ენის მასწავლებელი _ 5 საშტატო ერთეული

    ბ)    ქართული ენის   მასწავლებელი _ 1 საშტატო ერთეული

  2. შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ენების შემსწავლელ ცენტრში ამჟამად დასაქმებულ მასწავლებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული "ფილოლოგი," "ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი" ან "ფილოლოგი_ანგლისტი" ან "ინგლისური ენის მასწავლებელი" ან სერტიფიკატ "CELTA "-ს მფლობელი;

    ბ) უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის  სულ მცირე სამწლიანი დოკუმენტურად   დადასტურებული გამოცდილება;

    გ) გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;

    დ) საოფისე პროგრამების ცოდნა

    ე) იურიდიული დარგობრივი ენის ცოდნა (ინგლისური ენის მასწავლებლის შემთხვევაში);

  3. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა
    ა) განცხადება შესარჩევი კომისიის სახელზე;

    ბ) ავტობიოგრაფია (Resuma/CV _ ინგლისურ და ქართულ ენებზე);

    გ) სამოტივაციო წერილი (Cover Letter) ინგლისურ და ქართულ ენებზე;

    დ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

    ე)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის/დოკუმენტის ასლი/ასლები  (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული "ფილოლოგი" "ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,"  "ფილოლოგი-ანგლისტი" ან  "ინგლისური ენის მასწავლებელი" ან სერტიფიკატი "CELTA ");

    ვ) პროფესიული (ენობრივი კომპეტენციის, მეთოდური, დარგობრივი (იურიდიული) ენის) განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატები; ქართული ენის მასწავლებლისთვის სასურველია ტრენინგები ინგლისურ ენაზე;

    ზ) ტრენერობის სერტიფიკატები ან დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

    თ) პუბლიკაციების (სასწავლო-მეთოდური) სია;

    ი) გაკვეთილის გეგმა (Lesson plan). (გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე დეტალურად ჩამოყალიბებული გაკვეთილის მიზნები, სტრატეგია, გამოყენებული ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები და მიღებული შედეგების არგუმენტირებული აღწერა). სასურველია ინგლისური ენის მასწავლებლის შემთხვევაში  გაკვეთილის გეგმა ფარავდეს იურიდიულ თემატიკას. ქართული ენის მასწავლებლის შემთხვევაში _ ნებისმიერ თემაზე ქართულის, როგორც უცხო ენის ზოგადი კურსით გათვალისწინებული საკითხებიდან.

  4. შეიქმნას  კომისია ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შერჩევის მიზნით (დანართი 1);
  5. დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 2);
  6. მასწავლებელთა შერჩევა ჩატარდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კომისიის მუშაობის წესის საფუძველზე;
  7. დამტკიცდეს ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის ვადებულებები (დანართი 3);
  8. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 800 ლარის ოდენობით;
  9. მასწავლებელთა სავალდებულო კვირეული დატვირთვა განისაზღვრება 12 აკადემიური საათით;
  10. შერჩეული მასწავლებელი დაიტვირთოს  უპირატესად იურიდიული ფაკულტეტის  საათებით;
  11. დამატებითი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განხორციელდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების  საფუძველზე.
  12. შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლის ვადით;
  13. საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით ი. ჭავჭავაძის გამზ. №36 თსუ V კორპუსი, ოთახი №231;
  14. შერჩევა ჩატარდება 2013 წლის 12 იანვრიდან 2013 წლის 16 იანვრის ჩათვლით;
  15. ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
  16. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება