2019-11-13
ბრძანება №:284/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის ფორმის ნიმუშებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დამტკიცებისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის ნიმუშების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის შესახებ“ თსუ რექტორის 2017 წლის 03 ივლისის №131/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების  დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის ფორმის ნიმუშებისა და  მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დამტკიცებისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის ნიმუშების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის №151/01-01  ბრძანებისა და  „სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის  გაცემის შესახებ“ თსუ  რექტორის 2017 წლის  03 ივლისის  №131/01-01  ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,491-ე მუხლის,  ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის,  პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 და 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებების,  ,,მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის    დამტკიცების   თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანების, „უმაღლესი   განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის  N126/ნ და „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის   მინისტრის  2019 წლის 29 მაისის  N99/ნ  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის-პროფესიული განათლების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 07 ივნისის N64 დადენილებისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების)  დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა  და განადგურების შესახებ“ თსუ  რექტორის 2018 წლის 12 იანვრის N04/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის  ფორმებისა და მასწავლებლის მომზადების  სერტიფიკატის ფორმის ნიმუშები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით:

ა) ბაკალავრის დიპლომის ფორმა;
ბ) ბაკალავრის დიპლომის ფორმა წარჩინების;
გ) მაგისტრის დიპლომის ფორმა;
დ) მაგისტრის დიპლომის ფორმა წარჩინების;
ე) დიპლომირებული მედიკოსის დიპლომის ფორმა;
ვ) დიპლომირებული მედიკოსის დიპლომის ფორმა წარჩინების;
ზ) დიპლომირებული  სტომატოლოგის დიპლომის ფორმა;
თ) დიპლომირებული  სტომატოლოგის დიპლომის ფორმა წარჩინების;
ი) უმაღლესი განათლების დიპლომის ფორმა;
კ) უმაღლესი განათლების დიპლომის ფორმა წარჩინების;
ლ) დოქტორის დიპლომის ფორმა;
მ)  დოქტორის  დიპლომის   ფორმა (ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოებისა და დარგობრივი კომისიების  მიერ კვალიფიკაციამინიჭებულთათვის);
ნ)  დიპლომის ფორმა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის);
ო) დიპლომის ფორმა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ კურსდამთავრებულთათვის რომლებსაც კვალიფიკაცია მიენიჭათ  თსუ  რექტორის 2019 წლის 05 ივლისის №169/01-01 ბრძანების ძალაში შესვლამდე);
პ)  დიპლომის   ფორმა წარჩინების   (პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის იმ კურსდამთავრებულთათვის რომლებსაც კვალიფიკაცია მიენიჭათ თსუ  რექტორის 2019 წლის 05 ივლისის №169/01-01  ბრძანების ძალაში შესვლამდე);
ჟ) მასწავლებლის  მომზადების სერტიფიკატის  ფორმა.

2. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის)  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი N1), მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი)  ჩამოწერის ან/და განადგურების აქტი (ნიმუში - დანართი N2), მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დიპლომი,  მასაწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) მოძრაობის, დიპლომებისა  და მასწავლებლის მომზადების  სერტიფიკატის   გაცემის,  დუბლიკატებისა  და  შეცვლილი დიპლომების  და  მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის  სარეგისტრაციო ჟურნალები (ნიმუშები - დანართი NN3,4,5). დუბლიკატებისა და შეცვლილი დიპლომების, ასევე მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის  გაცემის  სარეგისტრაციო ჟურნალები იწარმოება  ინდივიდუალურად,  ინფორმაციის  ეტაპობრივი დაგროვების  ფორმით  და იკინძება (ზონარგაყრილი, კანცელარიის ბეჭედდასმული ფორმით), კონკრეტული სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ"  თსუ  რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის  №151/01-01 ბრძანება მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის  გაცემის შესახებ“  თსუ   რექტორის 2017 წლის  03 ივლისის  №131/01-01 ბრძანება წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.

5.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

7. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება