2016-07-14
ბრძანება №:125/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2016 წლის 24 თებერვლის №7879/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 25 თებერვლის N26/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2016 წლის 24 თებერვლის №7879/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 25 თებერვლის N26/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დარეჯან თვალთვაძე (თავმჯდომარე)  –  რექტორის  მოვალეობის შემსრულებელი;“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                                                              დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება