2007-05-08
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება 2007-2008 აკადემიურ წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტარტუს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გასაგზავნი სტუდენტების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შექმნის შესახებ (ბრძანება N39/01–01)

ბრძანება № 39/01–01
08.05.2007 წ.

2007-2008 აკადემიურ წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტარტუს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გასაგზავნი სტუდენტების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის 2005 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 თავის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. 2007-2008 აკადემიურ წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტარტუს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გასაგზავნი სტუდენტების შერჩევის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფ. იოსებ სალუქვაძე – თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ბ) პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
გ) პროფ. დავით პაიჭაძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
დ) პროფ. მერაბ აბდალაძე – თსუ ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი;
ე) პროფ. თედო დუნდუა – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

2. კონკურსი ჩატარდეს 2007 წლის 11 მაისს და კონკურსის ორგანიზება დაევალოს საგარეო ურთერთობათა დეპარტამენტს (თ. გერგედავა);

3. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის 2005 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 თავის მე-2 პუნქტი; თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ. გერგედავას წერილი (5797/02; 07.05.07წ.).

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა « უკან დაბრუნება