2012-03-12
ბრძანება №:33/02-01

(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 (ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  24-ე მუხლის მეორე ნაწილის, "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის #80/02-01 ბრძანების, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის 2012 წლის 20 თებერვლის #3659/02 განცხადების საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი.
2.    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
3.    შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდეს შემდეგ მიმართულებებზე:
ა)    ქართული ლიტერატურის სამეცნიერო განყოფილება – ერთი სტაჟიორი;
ბ)    ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილება – ორი სტაჟიორი;
გ) ფოლკლორის სამეცნიერო განყოფილება – ერთი სტაჟიორი;
დ) გალაკტიონოლოგიის  სამეცნიერო კვლევითი ცენტრი – ერთი სტაჟიორი;
ე) რუსთაველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი – ერთი სტაჟიორი;
ვ) ტექსტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი -  ორი სტაჟიორი;
ზ) ინსტიტუტის ბიბლიოთეკა – ორი სტაჟიორი.
4.    კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:  
ა) სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული)  ფლობა;
ბ) პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
გ) ურთიერთობების დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და  მოწესრიგებულობა;
დ)მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა,    
ე) დისციპლინირებულობა და  გუნდური მუშაობის უნარი.
5.    კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი სარეკომენდაციო  წერილი.
ე) დიპლომის ან ნიშნების ფურცლის ასლი, ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
ვ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია).
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ;
6.    კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 12 მარტიდან დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს 2012 წლის 14 მარტიდან  2012 წლის 26 მარტამდე.
7.    კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ  ზეპირ გასაუბრებას.
8.     სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება  2012 წლის პირველი აპრილიდან  2012 წლის პირველ აგვისტომდე,  ანაზღაურების გარეშე.
9.    სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთა ზეპირი გასაუბრება შედგება მარტის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტით.
10.    კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი /დასკანერებული ვერსია/  უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 2012 წლის 26 მარტის 12 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე litinstituti@yahoo.com.
11.    ინფორმაცია "თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სტაჟიორთა  კონკურსის შერჩევის შესახებ" განთავსდეს www.jobs.ge-ზე
და www.hr.com.ge-ზე
12.    ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
13.    ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.




ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                    დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება