2013-11-11
ბრძანება №:141/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ვებ-გვერდების ერთ დომენზე გადაყვანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 23 ოქტომბრის №33455/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
2. უნივერსიტეტის დომენზე ვებ-გვერდების არმქონე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, დაევალოთ თავიანთი .ge დომენების რეგისტრაციის გაუქმება.
3. ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს გაუქმებული .ge ინტერნეტ დომენების .tsu.ge დომენის ქვედომენებად რეგისტრირება მათი ადმინისტრირების ქვეშ მყოფ DNS სერვერებზე.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება
ვბრძანებ:
1. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ვებ-გვერდების უნივერსიტეტის დომენზე გადაყვანის უზრუნველყოფა.2. უნივერსიტეტის დომენზე ვებ-გვერდების არმქონე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, დაევალოთ თავიანთი .ge დომენების რეგისტრაციის გაუქმება.