2018-08-03
ბრძანება №:708/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 ივლისის №197/02-01, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის №28/01-01 და 13 აპრილის №75/01-01 ბრძანებების, ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 20.07.2018წ. №14814/29 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ. სანადირაძის 01.08.2018წ. №15806/10 დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 67673.13 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები დანართი №1-ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მონაცემთა ბაზაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლ. საღინაძე