2015-03-10
ბრძანება №:43/01-01

2015-2016 სასწავლო წლისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) მიერ გამოყოფილი სამაგისტრო და საბაკალავრო სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2015-2016 სასწავლო წლისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) მიერ გამოყოფილი სამაგისტრო და საბაკალავრო სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (9143/02; 09.03.2015) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) მიერ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის  გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 11 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ოთახი №246 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ბ) კომისიის წევრი რამაზ ხომერიკი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი კენეთ დ. უოლში (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო დეკანი, მეცნიერებათა დოქტორი).
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი, პროფესორი                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
 

« უკან დაბრუნება