2018-11-01
ბრძანება №:269/01-01

2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (საფრანგეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (საფრანგეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (22839/10; 01.11.18) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის  მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 2 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი № 121). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მირეი დიუკასე,რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი, საგარეო ოფისის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ლელა ალხაზიშვილი,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)რევაზ ქურდიანი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                                                             გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება