2009-06-17
ბრძანება №:154 / 02-03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბერელიძესთან და სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელ თამთა მელელაშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი  სპეციალისტის მოვალეობის  შემსრულებელ ნინო ბერელიძესთან  და სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელ თამთა მელელაშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” პუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა 2009 წლის 22 ივნისიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბერელიძეს და სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელს  თამთა მელელაშვილს;
2. დაევალოს ნინო ბერელიძეს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი  კვირის ვადაში უზრუნველყოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით;
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს (ი. საღარეიშვილი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
4. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის (ნ. ბერელიძე, თ მელელაშვილი) გადაცემა დადგენილი წესით.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი,            დ. აღმაშენებლის მე-12 კმ. #6).
6. კონტროლს  ბრძანების  შესრულებაზე  განვახორციელებ  პირადად;
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 საფუძველი: საკონკურსო კომისიის წარდგინება # 10908/02; 10.06.2009წ.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება