2018-06-29
ბრძანება №:181/02-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის N172/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის   შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის  N172/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2018 წლის 27 ივნისის N13070/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის  N 172/02-01  ბრძანების  მე-10  და მე-12 პუნქტებში:  
ა) ბრძანების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს   2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველი;"
ბ) ბრძანების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    „12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს   წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა;“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 


ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                                    ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება