2012-03-13
ბრძანება №:40/01-01

„სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის №:62/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი  და  დამხმარე  ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის  წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2011 წლის №:62/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ს“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 „სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი  და  დამხმარე  ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის  წესის  დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად  გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2011 წლის №:62/01-01 ბრძანებაში შეატანილ იქნას  შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.    მესამე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 3ა და 3ბ პუნქტები:
ა) „3ა. თუ საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსში ძირითად ლიტერატურად მისათითებელი სახელმძღვანელო არ არსებობს იმ ენაზე, რომელ ენაზეც უნდა განხორციელდეს სასწავლო კურსის სწავლება, სილაბუსის შემდგენი პასაუხისმგებელი პირი ვალდებულია, მოამზადოს ლექციების კურსი და ნაბეჭდი და ელექტრონული სახით წარადგინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
ბ) 3ბ. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ვალდებულია, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში  საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად წარადგინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ცნობა იმის შესახებ, რომ სილაბუსებში  მითითებული ძირითადი ლიტერატურა ინახება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.“
2.    დაევალოთ  საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს, ექვსი თვის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანონ დამტკიცებული სილაბუსები აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნორმებთან.
3.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
4.    წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის დეპარტამენტს.
5.    დაევალოს კანცელარიას აღნიშნული ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
6.    ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.





რექტორი                                                                            ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება