2014-06-26
ბრძანება №:97/01-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს, ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოების და დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,2. ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭო იქმნება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს, ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოების და დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების დებულების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,9. დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების თავმჯდომარეები შედიან ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობაში.“;
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს, ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოების და დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების დებულების“ მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით –,,13. დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები:
ა) წინასწარი დასკვნის დამტკიცების შესახებ;
ბ) წინასწარი დასკვნის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი შენიშვნებით ან განმარტებებით დარგობრივი სარედაქციო კოლეგიისათვის დაბრუნების თაობაზე.’’;
დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს, ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოების და დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების დებულების“ მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,17. ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს წევრის მუშაობა აისახება მის წლიურ დატვირთვაში.“;
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა