2007-08-15
ბრძანება №:0

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობაზე პერსონალის დანიშვნის შესახებ (ბრძანება N237/02-03)

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობაზე პერსონალის დანიშვნის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2007 წლის 28 თებერვლის #08/02-01 და ,, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის #10/02-01 ბრძანებების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.         ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა დანართი #1-ით განსაზღვრულ პირებს 2007 წლის 20 აგვისტოდან;
2.         კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნონ საშტატო განრიგით გასთვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი #2-ით განსაზღვრული პირები 2007 წლის 20 აგვისტოდან;
3.         დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით;
4.         დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
5.         მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს  ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;
6.         დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი #2-ით განსაზღვრულ პირებთან;
7.         დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს ( რ. ბოჭორიშვილი) უზრუნველყონ ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა დანართი #1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
8.         ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
9.         კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
10.       ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
11.       ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში
(მის. სარაჯიშვილის გამზირი  #1ა)

  საფუძველი: საკონკურსო კომისიის წარდგინება # 10855/02 15.08.2007 წელი

  

 

    ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                  გ. გალდავა

« უკან დაბრუნება