2011-04-18
ბრძანება №:41/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები და დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები და დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ”სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შესახებ” რექტორის 2011 წლის 13 აპრილის №40/01-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის 2011 წლის 14 აპრილის №9412/02 წარდგინებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნ. ბელქანიას 2011 წლის 18 აპრილის №9688/02, და №9687/02 წადგინებების  საფუძველზე,
                             
ვბრძანებ:
                                     
  1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმღები  და დარგობრივი კომისიების შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:

    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 1)

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)

  1. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  2. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  3. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე, პროფესორი                        ლევან ალექსიძე          

« უკან დაბრუნება