2018-10-11
ბრძანება №:242/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის N213/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018  წლის 7 სექტემბრის  N213/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის  2018 წლის 5 ოქტომბრის N235/01-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის   თამარ ზარანდიას 2018 წლის 9 ოქტომბრის  N20849/31-05  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს ცვლილება, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის N213/01-01 ბრძანების მე-7 პუნქტში  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N118.“
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.     დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
     

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი            ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება